აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ჯემალ გამახარია აირჩიეს

რამდენიმ წუთის წინ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ  ჯემალ გამახარია აირჩიეს. მან 14 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. ხუთი კი წინააღმდეგ წავიდა. გია გვაზავა, რომელიც 2009 წლიდან დღემდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ინარჩუნებდა  თანამდებობა დატოვა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილებოდა – დავით გვაძაბია და ჯემალ გამახარია. ამ წუთებში პროცედურის მიხედვით მიმდინარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების, ფრაქციებისა და კომისიის თავმჯდომარეების დამტკიცება.

 

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი ამ წერილში ისევ ითხოვს, რომ ქართველი ერი მას დაელოდოს – გოცირიძე
შემდეგი სტატიაგორში, ჩვილი საწოლში გარდაცვლილი ნახეს