ივანიშვილი ამ წერილში ისევ ითხოვს, რომ ქართველი ერი მას დაელოდოს – გოცირიძე

ივანიშვილი ამ წერილში ისევ ითხოვს, რომ ქართველი ერი მას დაელოდოს – ასეთია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის შეფასება, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილზე, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერმა 9 აპრილს მიუძღვნა.

რომან გოცირიძის განცხადებით, ივანიშვილის წერილის შინაარსი მოკლედ მხოლოდ იმას გადმოსცემს, რომ ყველა ვინც 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე იდგა, არა დემოკრატიის იდეით, არამედ ეგოიზმით იყო შეპყრობილი.

“საქართველო უნდა დაელოდოს სანამ ცოცხალია, მის მიერ განსახორციელებლ საქმეებს. შვიდი წელი ხომ ველოდეთ ამ სიღატაკეში და უსამართლობაში, კიდევ 2030-მდე დაგველოდეთ, რადგან თურმე წინააღმდეგობა და ჯანსაღი კონკურენცია იწვევს უბედურებას, ქაოსს, თურმე ყველა იმ ადამიანს მათ შორის მეც ვიდექი ცხრა აპრილს იქ სამშობლოს სადარაჯოზე და ქვეყნის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, თურმე ეგოიზმი და საკუთარი ამპარტავნობა იყო წამოწეული წინა პლანზე და არა სამშობლოს სიყვარული -აი ეს არის მთელი მისი შეფასება 9 აპრილის მიმართ,”-ამბობს რომან გოცირიძე.

ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილის 30 წლისთავს საჯარო წერილით ეხმაურება, სადაც მილიარდერი ისტორიული მოვლენის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ “უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება”. თუმცა ავტორი წერილის დიდ ნაწილს სწორედ პოლიტიკური ოპონენტების წარსულს უთმობს.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ შესაძლო ძალადობის საქმეზე შორენა ბეგაშვილი გამოიკითხება
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ჯემალ გამახარია აირჩიეს