“აფხაზეთის გამარჯვების დღე” გერმანიაში

2გერმანიაში, ქალაქ მიუნჰენგლადბახში მდებარე კულტურის ცენტრში, აფხაზ-ადიღურმა დიასპორამ, გერმანიის და ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, აფხაზეთის ე.წ. გამარჯვების დღე აღნიშნა -წერს აფხაზური მედია.
სადღესასწაულო ღონისძიება აფხაზეთის ჰიმნით გაიხსნა, შემდეგ ნაჩვენები იყო 1993 წლის კადრები, თუ როგორ აცხადებენ მსოფლიოს სხვადასხვა ტელევიზიები აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფის შესახებ ინფორმაციას. ღონისძიებაზე ისაუბრეს რუსეთის, ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუს, ტუვალუსა და ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მნიშვნელობაზე.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე მორიგ სახელისუფლო სკანდალს აანონსებს
შემდეგი სტატიანიკიტა მიხალკოვი ,,ყირიმის დაბრუნებაზე,, ფილმს გადაიღებს