ნიკიტა მიხალკოვი ,,ყირიმის დაბრუნებაზე,, ფილმს გადაიღებს

14536927_651118971714960_1673831891_oპუტინის მეგობარი ცნობილი რუსი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი, ყირიმის ანექსიაზე ( რუსეთის ხელისუფლების აზრით ყირიმის დაბრუნებაზე) მხატვრული ფილმის გადაღებას აპირებს.
რუსი რეჟისორის აზრით ეს იქნება ბლოკბასტერი, რომელიც ყირიმის მაცხოვრებლების რეალურ ისტორიებზე დაფუძნებით გადმოგვცემს ,,ყირიმის გაზაფხულის,, პერიოდს…
,,მე ველაპარაკე რამდენიმე ადამიანს, რომელთა სახელებსაც არ დავასახელებ… ეს იქნება გამაოგნებელი პირადი ისტორიები, რაც ყირიმში ხდებოდა. იმაზე როგორ და რა ხდებოდა მაშინ შიგნით… როგორ იღებდა ამ ველაფერს ხალხი… როგორი ქვედა დინებები ხდებოდა… კატასტროფული სიძნელეები და საფრთხეები… ყველაფერი ეს ძალიან სერიოზულ ბლოკბასტერზე ქაჩავს,, განაცხადა მიხალკოვმა, რომელმაც ფილმზე მუშაობის დაწყების ზუსტი თარიღი არ დაასახელა.

banner
წინა სტატიაში“აფხაზეთის გამარჯვების დღე” გერმანიაში
შემდეგი სტატიაარჩევნებში ევროსაბჭოს დამკვირვებლებს ლიტველი ზინგერისი უხელმძღვანელებს