აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის განმეორებითი არჩევნები ჩაიშალა

სოხუმში გაიმართა აფხაზეთის სახალხო კრების (პარლამენტი) განმეორებითი არჩევნები №1 და №2 საარჩევნო ოლქებში.
აფხაზური მედიის ცნობით, №1 საარჩევნო ოლქში გამოცხადდა 337 ამომრჩეველი, ხოლო №2 საარჩევნო ოლქში – 298.
შესაბამისად, არჩევნები ვერ შედგა მოსახლეობის დაბალი აქტივობის გამო.
განმეორებითი არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც დაურ არშბას და ასლან კობახიას შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება. არშბა დაინიშნა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, ხოლო კობახია – შინაგან საქმეთა მინისტრად.
გამოკლებული დეპუტატების ნაცვლად არჩევნებში კენჭს იყრიან ახრა ავიძბა და ედუარდ ხაშბა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: “განა რა დაკვეთა გაქვთ ასეთი,რომ უბირიას დედას ეთერს უთმობთ?”
შემდეგი სტატიამოჰყვა თუ არა სტამბოლის ტერაქტს მსხვერპლი?