აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა პარლამენტს გენპროკურორის გადაყენება შესთავაზა

რვაწლიანი განხილვის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ რესპუბლიკური და მუნიციპალური პრივატიზაციის შესახებ“.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ პარლამენტს გენპროკურორის ალექსი ლომიას გადაყენება შესთავაზა – განაცხადა დეფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ.
“დღეს რაულ ხაჯიმბამ პარლამენტს წინადადებით მიმართა გენპროკურორის გადაყენების შესახებ, რომელმაც უკვე დაწერა განთავისუფლების შესახებ განცხადება” – განაცხადა ბგანბამ.

საკითხს 27 ივლისს, საპარლამენტი ადადეგების დაწყებამდე განიხილავენ. მისი თქმით, გენერალური პროკურორი ინიშნება და თავისუფლდება აფხაზეთის პარლამენტში ფარული კენჭისყრით.

banner
წინა სტატიაში“მეწვრილმანე ივანიშვილის ბინძური შანტაჟის მსხვერპლი თუ გახდებიან, ძალიან გამიკვირდება”
შემდეგი სტატიაშეიარაღებულმა ჯგუფმა ერევანში უმისამართო სროლა დაიწყო