აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ყავს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მინისტრთა კაბინეტს მთავრობის ახალი ხელმძღვანელი ვალერი ბგანბა წარუდგინა. ყოფილი პრემიერი გენადი გაგულია რამდენიმე დღის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ხაჯიმბას თქმით სამუშაო, რომელიც კაბინეტის წინა ხელმძღვანელმა დაიწყო, უნდა გაგრძელდეს

“ყველა ჩანიშნული გეგმის რეალიზება უნდა მოხდეს, რაც რუსეთის ფედერაციასთან არის დაკავშირებული, ასევე, იმ ღონისძიებების, რომელიც დაგეგმილი იყო სირიის არაბულ რესპუბლიკასთან ურთიერთობის გასაღრმავებლად” -განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტმა

“აქ არ არის არც ერთი ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობ, ამიტომ ეს გააადვილებს მუშაობისას საერთო ენის გამონახვას. სამუშაო კი ძალიან ბევრია, ჩვენდამი დიდი მოთხოვნებია და ჩვენ მას უნდა შევესაბამედობეთ” – ახალმა პრემიერ-მინისტრმა თქვა სიტყვით გამოსვლისას – “ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიმარიხუანას კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგაგრაში მანქანამ ქვეითი გაიტანა