მარიხუანას კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო მარიხუანას კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთავაზოვბთ:

,,მარიხუანას (კანაფის) კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნაწილი მოძღღვრებისა არ არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და რეალურად დაპირისპირებულნი მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირები არიან, რაც სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მორწმუნე ერი ცალსახად და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას.

ეს არის ეკლესიის საერთო განწყობა და უცვლელი დამოკიდებულება, რადგან მისი შედეგები ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება მეტად სავალალო.”

banner
წინა სტატიაშიშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დელეგაციას მასპინძლობს.
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ყავს