აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა სირიაში აშშ-ს ავიადარტყმებს გმობს

აფხაზეთის თვითგამოცახდებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მიერ სირიის ავიაციის დაბომბვის ფაქტს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. “ეს სამხედრო აქცია, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოხდა და რომელსაც საეჭვო მიზეზი ჰქონდა, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ფაქტია” – წერია განცხადებაში.
“აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს ამერიკელი სამხედროების აგრესიულ მოქმედებებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს ადეკვატურად შეაფასონ აშშ-ს მოქმედებები სირიაში” – წერია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მათ ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე დაიდო.

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მიერ გავრცელებული განცხადება აბსოლუტურად იმეორებს რუსეთის პოზიციას და შეფასებებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს ავიადარტყმებს “სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ფაქტი” უწოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით აშშ-მ 59 ფრთიანი რაკეტა “ტომაგავკი” დაარტყა ცენტრალურ სირიაში სამხედრო აეროპორტს. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სარაკეტო დარტყმებს, სირიის პროვინცია იდლიბში სამშაბათს სირიის სამთავრობო ძალების მიერ გამოყენებული გაზის გამო, შურისძიება უწოდა.

banner
წინა სტატიაშისტოკჰოლმში მომხდარ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია
შემდეგი სტატიაშვედეთის პარლამენტთან დაცვა გააძლიერეს