შვედეთის პარლამენტთან დაცვა გააძლიერეს

ტერაქტის გამო, რომელიც სტოკჰოლმის ცენტრში რამდენიმე საათის წინ მოხდა, შვედეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია – ამის შესახებ Expressen-ი წერს. სამეფოს პარლამენტს გაძლიერებული დაცვა იცავს, ასევე, მეტროპოლიტენის ყველა ხაზმა მუშაობა შეწყვიტა, პოლიციელები ყველა ქუჩაზე პატრულირებენ.
მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს სახლებიდან არ გავიდნენ.
უკანასკნელი ინფორმაციით, სატვირთოთი სასეირნო ქუჩაზე შეჭრა შეფასებულია როგორც ტერაქტი. ტერორისტი დაკავებულია. მომხდარის შედეგად სამიდან ხუთ ადამიანამდეა გარდაცვლილი. საუბარია რამდენიმე დაშავებულზე.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა სირიაში აშშ-ს ავიადარტყმებს გმობს
შემდეგი სტატიაფოტო და ვიდეოკადრები “ტომაჰავკების” შეტევის შემდეგ: ავიაბაზა “შაირათი”, ჰომსი, სირია