აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა სირიაში ბაშარ ასადს შეხვდება (+ფოტო )

რაულ ხაჯიმბა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდება, სადაც აფხაზურ-სირიული ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრებენ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერს თან ახლავს დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დე-ფაქტო ხელმძღვანელი ბესლან ბარციცი, დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი მუჰამედ კილბა, დე-ფაქტო საგარაეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრი მირაბ ქიშმარია და დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა.

მოლაპარაკებების შემდეგ, მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმების, სირიულ-აფხაზური ეკონომიკური კომიტეტის შექმნის და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიმართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 51 საკითხი ემატება
შემდეგი სტატიაქართული საბავშვო თოჯინების თეატრი ფრანკფურტში თიბისი ბანკის მხარდაჭერით წარსდგა