მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 51 საკითხი ემატება

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 30 სექტემბრიდან რამდენიმე საკითხი ემატება. კერძოდ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის 31 აგვისტოს ბრძანებაშია აღნიშნული, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ტესტებს ეკო-მართვის საგამოცდო ტესტები ემატება.

ჯამში საუბარია 51 საკითხზე.

მინისტრის ბრძანებას თან ახლავს დანართები, რომელშიც ეკო-მართვის საგამოცდო ბილეთები და მათი სწორი პასუხებია მოცემული.

ბილეთებისა და სწორი პასუხის ნახვა დაინტერესებულ პირებს შსს-ს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე შეუძლიათ.

banner
წინა სტატიაშისუს-ში გამოძიება C ჰეპატიტის სამკურნალო იმ მედიკამენტებთან დაკავშირებით დაიწყო, რასაც პაციენტების სიმცირის გამო ვადა გაუვიდა
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა სირიაში ბაშარ ასადს შეხვდება (+ფოტო )