აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება

აფხაზეთის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო შეზღუდვებმა ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები საქართველოსოთხი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც ცდილობდნენ მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაუწია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას ამ ოჯახების დასახმარებლად.კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ საოკუპაციო ხაზთან ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო
შემდეგი სტატიასომხეთის ექს-პრეზიდენტმა კოჩარიანმა პრემიერ ფაშინიანს სასამართლოში უჩივლა