სომხეთის ექს-პრეზიდენტმა კოჩარიანმა პრემიერ ფაშინიანს სასამართლოში უჩივლა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი პრემიერ ნიკოლა ფაშინიანს სასამართლოში უჩივის და მისგან 2021 წლის 1 მარტს მიტინგზე საჯაროდ გამოთქმულ ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდას და კომპენსაციის სახით 4 მილიონ დრამს (დაახლოებით 23 ათას ლარს) ითხოვს – ამის შესახებ ინფორმაციას 8 აპრილს სომხური მედია ავრცელებს.

1 მარტს თავისი მომხრეების მიტინგზე პაშინიანმა თქვა, რომ კოჩარიანის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოება იმ იმედით იწელება, რომ მის მომხრეებს ხელისუფლების ხელახალი უზურპაციის იმედი აქვთ.

“ამ ადამიანებმა 2008 წელს, მაშინ, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, არმია ხალხის წინააღმდეგ გამოიყვანეს იმიტომ, რომ ხალხს საკუთარი ნების გამოხატვა არ შეძლებოდა. “1 მარტის საქმე” , ჩემი ინფორმაციით, გახსნილია, მაგრამ დადგენილი არ არიან მკვლელები, რადგანაც საგამოძიებო ორგანოებმა მხილებები გააყალბეს. და ახლაც იგივე ადამიანები ხალხის წინააღმდეგ არმიის გამოყვანას აპირებენ”, – თქვა მიტინგზე სომხეთის მთავრობის ხელმძღავნელმა.

6 აპრილს სასამართლომ რობერტ კოჩარიანის წინააღმდეგ საქმის წარმოება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა.

კოჩარიანი ერევანში 2018 წელს დააპატიმრეს. ის 2020 წლის ივნისში მან გირაოს სახით 4 მილიონი დოლარი გადაიხადა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება
შემდეგი სტატიამიანმარის ელჩი ლონდონში საკუთარი ქვეყნის საელჩოში არ შეუშვეს