აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გაგრაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიაში 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, წამომადგენლობის თანამშრომლები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
თბილისში გაგრის დაცემის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ერიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.
ასევე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და დევნილმა მოსახლეობამ პატივი მიაგეს დაღუპულ მებრძოლებს და მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარში გადაიხადეს.
5 ოქტომბერი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით ხსოვნის დღედ გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიმეტროპოლიტენში განმარტავენ, რომ რუსთაველიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრაობა მხოლოდ 15 წუთით იყო შეფერხებული
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: დაბრუნდა დრო, როცა მანქანაში აფეთქებენ პოლიტიკოსებს, ტყუილად ჰგონიათ, რომ შეგვაშინებენ