მეტროპოლიტენში განმარტავენ, რომ რუსთაველიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრაობა მხოლოდ 15 წუთით იყო შეფერხებული.
მეტროპლიტენში აცხადებენ, რომ “რუსთაველი-თავისუფლების“ მონაკვეთზე 15-წუთიანი შეფერხება მოძრავმა შემადგენლობამ გამოიწვია.
მათივე ინფორმაციით, მოძრაობის შეფერხება ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა, მოძრავი შემადგენლობა მემანქანემ ჩიხში შეიყვანა, რის შემდეგაც მოძრაობა აღდგა.