აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 6, 2019 11:34

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2019 წლის 5 აპრილს სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს იურისდიქცია, საჩივრის შეტანის ტექნიკური და შინაარსობრივი ასპექტები, დავის წარმოების ეტაპები და გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა“.
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი და სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ვეფხვია გვარამია.
შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და და სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 6, 2019 11:34

დღის ფოტო

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


7,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics