ლონდონში მიგდებული სახლი ჯაშუშების ბაზა აღმოჩნდა

ლონდონში მიგდებული სახლი, რომელიც კაფე Starbucks-სა და “ადამ და ევას” შორის დგას, ბრიტანეთის სამთავრობო კავშირის საიდუმლო ბაზა იყო. სპეცსამსახურებმა ამის შესახებ მას შემდეგ თქვეს, რაც სახლი დატოვეს. წითელი აგურის სახლს, რომელიც ლონდონის ცენტრში მეტრო “სენტ-ჯეიმს პარკთან” მდებარეობს ბრიტანეთის სპეცსამსახურები 66 წელი, 1953 წლიდან იყენებდნენ. საიდუმლო სამსახურის დისლოკაციის ადგილი სრულიად საიდუმლო იყო, თუმცა, ადგილობრივებმა ამის შესახებ იცოდნენ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიამარნეულის რაიონის სოფელ ალგეთის მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს