აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. მანამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაღუპულების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მთელი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიდიოდნენ მოქალაქეები, პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, რომლებიც დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებდნენ.
25 გმირიდან 20-ს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, მამია ალასანიას ნარიყალას წმინდა ნიკოლოს სახელობის ტაძარში, ხოლოდ დანარჩენ ოთხს სხვადასხვა ადგილზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული მეექვსე კორპუსი გახსნა
შემდეგი სტატიაეკა გიგაური – წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე პრობლემური საკითხი საჯარო მოხელეების მობილიზაციაა