აფეთქება უკრაინაში – არის მსხვერპლი

უკრაინაში, ქალაქ დნეპრში ავტომანქანის აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი რამდენიმე საათის წინ ქალაქის ცენტრში მოხდა. ადგილობრივი პოლიცია ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს უკრაინელი ჯარისკაცი და სამხედრო ინჟინერი ალექსი კოვალკი და დნეპრის საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურის თანამშრომელი დაიღუპა.

მომხდარზე მედია წყაროზე დაყრდნობით ორ განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. ერთი ვერსიით- ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაჰქონდათ, რა დროსაც ის გააქტიურდა, მეორე ვერსიით კი მანქანა დანაღმული იყო.

banner
წინა სტატიაშიარც მისვლას ვაპირებ, ვერც მიმიყვანთ – სასამართლოში დღეს ელენე ხოშტარიას პროცესია ჩანიშნული
შემდეგი სტატიაქვრივიშვილი – ჩვენი ძალისხმევით კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისები შესრულდება