არც მისვლას ვაპირებ, ვერც მიმიყვანთ – სასამართლოში დღეს ელენე ხოშტარიას პროცესია ჩანიშნული

საქალაქო სასამართლოში გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას პროცესი ჩაინიშნა.

როგორც ხოშტარია Facebook-ზე წერს, საქმე ეხება 11 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამოხატულ პროტესტს, რა დროსაც მან შენობის ფასადსა და კარს წითელი საღებავი შეასხა. ხოშტარიამ ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც 11 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

ელენე ხოშტარია სასამართლო პროცესზე მისვლას არ აპირებს.

“ისეთი სიბინძურეები ხდება კი მერიდება თქვენი მოცდენა ამ საკითხზე, მაგრამ ჩემი პოზიცია მაინც მინდა ვთქვა.

დღეს იქნება სასამართლო, სადაც საღებავზე მედავებიან ლექსოს სიკვდილის დღეს.

არც მისვლას ვაპირებ, ვერც მიმიყვანთ, არც კაპიკს გადავიხდი, არ გაღიარებთ და რომ გასკდეთ ადამიანის მკვლელობაზე პროტესტის გამო ვერაფერს გახდები ჩემთან. ნახვამდის”, – წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს – აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმასთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს
შემდეგი სტატიააფეთქება უკრაინაში – არის მსხვერპლი