აპალონ გარუჩავა: ოცნებამ სენაკში რეპრესიები დაიწყო

სენაკის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი აპალონ (გიგა) გარუჩავა ხელისუფლებას სენაკში რეპრესიების მოწყობაში ადანაშაულებს. მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში გარუჩავა ამბობს, რომ მმართველი პარტია ბიზნესს ატერორებს.
მისი თქმით, ხელისუფლება ბიზნესის წარმომადგენლებს იბარებს და მათ მმართველი პარტიისთვის სთხოვს თანხის ჩარიცხცას.

https://youtu.be/TvVdgyvCuuc

დაბარებულთა შორის აღმოჩნდა გარუჩავას ძმაც. მას ზაზა ნაჭყებიამ ხელისუფლებისთვის თანხის ჩარიცხვა მოსთხოვა.
თაიმერი კომენტარისთვის დაუკავშირდა ნაჭყებიას. ის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებეს.
გარუჩავას თქმით, ხელისუფლება მარტო ბიზნეს-სექტორის ტერორით არ კმაყოფილდება. მმართველმა პარტიამ გარუჩავას რძალს მოსთხოვა მოხსნას კანდიდატურა სენაკის მაჟორიტარულ ოლქში.

ავტორი:აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავმჯდომარე იაპონიის ელჩს იმამურა აკირას შეხვდა
შემდეგი სტატიაკობახიძე: ნიკა მელია ამნისტრიაზე თუ უარს იტყვის, მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი