ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე, მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის
მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ლაშა ქ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაშა ქ-მ თანამდებობრივი მდგომარეობის
გამოყენებით, თურქეთის მოქალაქეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა
და გამოართვა 1000 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე
მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების

banner
წინა სტატიაშიადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, პოლიტპატიმრებად ვერ ჩაითვლებიან- კობახიძე ევროპარლამენტარის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა : დოსტოევსკის წასაკითხად საქართველოს მოქალაქეს რუსული კულტურის ცენტრი არ სჭირდება – ეს არის ჯაშუშური ცენტრი და მისი ადგილი საქართველოში არაა