ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, პოლიტპატიმრებად ვერ ჩაითვლებიან- კობახიძე ევროპარლამენტარის განცხადებაზე

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოემხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, პოლიტპატიმრებად ვერ ჩაითვლებიან.

“თუ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, ისინი ვერ ჩაითვლებიან ვერავითარ შემთხვევაში პოლიტპატიმრებად, რადგან ამ შემთხვევაში, ძალიან ცხადად, ძალიან უხეშად დაირღვა კანონი. მარტივი საკითხია. მეტი მსჯელობა ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება” – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის – „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში ფასანაურის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
შემდეგი სტატიაანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე, მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი დააკავა