ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციას მოუწევს, თვალი გაუსწოროს ვენეციის კომისიის პოზიტიურ და დადებით შეფასებას

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უმრავლესობა გააანალიზებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ვენეციის კომისიას ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება აქვს. ყველა ძირითადი საკითხი პოზიტიურად არის შეფასებული. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ჩვენ გვაქვს რესურსი, ვიმსჯელოთ თითოეულ რეკომენდაციაზე, გავაანალიზოთ და შესაბამისად გავითვალისწინოთ. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციას მოუწევს, თვალი გაუსწოროს ვენეციის კომისიის პოზიტიურ და დადებით შეფასებას. მესმის, ახლა უჭირთ, რომ ყველაფერს თვალი გაუსწორონ, თუმცა ეს ის ძირითადი საკითხებია, რა საკითხებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს საკითხები სრულ შესაბამისობაში იყო ევროსაბჭოს ძირითად რეკომენდაციებთან. რაც მთლიანობაში ვენეციის კომისიამ დაგვიდასტურა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.

banner
წინა სტატიაში,,ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტს პირდაპირ უთხრა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნდობა არ აქვს”
შემდეგი სტატიააზარტული და მოგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ეხმაურება