ანრი ოხანაშვილი – მცირე გამონაკლისის გარდა, „ევროპულ საქართველოში“ ძირითადი ჯგუფი იგივეა და ისევ არიან სააკაშვილის ტყვეობაში

თავად ამბობენ, რომ ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში, პირდაპირ თუ ირიბად, ეს დასკვნები შეიძლება, გაკეთდეს, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პარტია „ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას მიერ თანამდებობების დატოვების ფაქტს.

„ფაქტია და თვითონ ამბობენ, რომ ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში, პირდაპირ თუ ირიბად, ეს დასკვნები შეიძლება, გაკეთდეს. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ვითომ გაიყო ორად, რეალურად, ერთი „ნაციონალური მოძრაობაა“. ყოველ შემთხვევაში, ალბათ, მცირე გამონაკლისების გარდა, ძირითადი ჯგუფი იგივეა და ისევ არიან სააკაშვილის ტყვეობაში. ამიტომ, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბოკერია – ვრჩები აქტიურ პოლიტიკაში
შემდეგი სტატიათამარ ჩერგოლეიშვილი – რა ლამაზი განახლების გეგმა დადებულა კიევში