ბოკერია – ვრჩები აქტიურ პოლიტიკაში

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პარტის თავმჯდომარეობიდან დავით ბაქრაძისა და გენერალური მდივნობიდან გიგი უგულავას წასვლის შემდეგ აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში პარტიის სახელით აპირებს დარჩენას.

“მე ყველა შემთხვევაში ვაპირებ, რომ დავრჩე აქტიურ პოლიტიკაში, ოღონდ არანაირი გადაწვყეტილება რომელიმე თანამდებობასთან დაკავშირებით არ მიმიღია. ჩემი აზრით, ეს დაკავშირებულია პარტიის სტრატეგიასთან და განახლების კონკერტულ ფორმებთან.

ვთვლი, რომ ახლა ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი, მათ შორის ლიდერების, იმაშიც მდგომარეობს, რომ რეალურად ეს პარტია იყოს სერიოზული კონკურენტი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის საქმეში და ამ ქვეყნის დასავლურ, ევროპულ გზაზე დაბრუნებაში.

მე არ ვაპირებ აქტიური პოლიტიკიდან პარტიის, ევროპული საქართველოს სახელით, გაწევას.

პატივს ვცემ გიგის და დათოს გადაწყვეტილებას, თუმცა მცდარ გადაწვყეტილებად მიმაჩნია ამ მომენტში ამის გაკეთება.”

banner
წინა სტატიაშიუგულავა – არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი – მცირე გამონაკლისის გარდა, „ევროპულ საქართველოში“ ძირითადი ჯგუფი იგივეა და ისევ არიან სააკაშვილის ტყვეობაში