ანრი ოხანაშვილი – არჩილ თალაკვაძე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად რჩება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კახა კუჭავა გამოკვეთილი ლიდერია და ის წარმატებული სპიკერი იქნება.

„მგონი დამატებითი კომენტარი აზრს მოკლებულია, რადგან თავად არჩილ თალაკვაძემ განმარტა არგუმენტებიდან გამომდინარე, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე შემიძლია, მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. არჩილ თალაკვაძე რჩება გუნდის ერთ-ერთ ლიდერად. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ ბატონ კახა კუჭავას, რომელიც ასევე არის გამოკვეთილი ლიდერი, საპარლამენტო საქმიანობის კარგი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, წარმატებული სპიკერი იქნება”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანდრის დომბროვსკისი – საქართველოს მარეგულირებელი სისტემა შესაბამისობაშია ევროკავშირის მარეგულირებელ ჩარჩოსთან
შემდეგი სტატიაიმნაძე – დღეს ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინა მინიმუმ ექვსი თვე კარგად მუშაობს