იმნაძე – დღეს ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინა მინიმუმ ექვსი თვე კარგად მუშაობს

დღეს ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინა მინიმუმ ექვსი თვე ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში კარგად მუშაობს, ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა პაატა იმნაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

„ქვეყნებში ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყო. დღეისათვის იმის თქმა, რამდენ ხანს დარჩება იმუნიტეტი, ერთი წელი მაინც თუ იქნება, ეს მომავალი წლის დეკემბრამდე მაინც უნდა ვნახოთ. ეს კვლევები, რა თქმა უნდა, მუდმივად მიდის, მაგრამ ერთ-ერთი მოსაზრება არის, რომ შეიძლება შემახსენებელი ვაქცინაცია დასჭირდეს ადამიანს.

იგივე გრიპს თუ ავიღებთ, ვიცით, რომ თითქმის ყოველწლიურად გრიპზე თავიდან უნდა აიცრას ადამიანი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი – არჩილ თალაკვაძე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად რჩება
შემდეგი სტატიაცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“