კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აუდიტორიას მიმართა

კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აუდიტორიას მიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას NYT აქვეყნებს. მის გამოსვლას ფესტივალზე მაყურებლის ოვაციები მოჰყვა.

გამოცემის ცნობით, დისტანციური მიმართვისას ზელენსკიმ განიხილა ფილმები: “დიდი დიქტატორი” და “აპოკალიფსი ახლა” და ისაუბრა იმაზე, როგორ ასახავს ისინი ომსა და დიქტატორებს. მან აუდიტორიას უთხრა: „საბოლოოდ, სიძულვილი გაქრება და დიქტატორები მოკვდებიან“.

მან მოიხსენია მეორე მსოფლიო ომის დროს კინოს ძალა, მათ შორის ჩარლი ჩაპლინის ფილმი დიდი დიქტატორი, რომელიც დასცინოდა ადოლფ ჰიტლერს.

“კაცთა სიძულვილი გაივლის და დიქტატორები კვდებიან და ხალხისგან მათ მიერ აღებული ძალა დაბრუნდება. სანამ კაცები იღუპებიან, თავისუფლება არასოდეს დაიღუპება … ჯარისკაცები!”

„ჩვენ გვჭირდება ახალი ჩაპლინი, რათა დაამტკიცოს დღეს, რომ კინო არ არის მუნჯი“, – თქვა მან.

დამსწრე საზოგადოება ზელენსკის ფეხზე წამოუდგა და ტაში დაუკრა.

 

https://youtu.be/G4uiZdYpLUA

 

banner
წინა სტატიაშიოკუპანტები ცდილობენ მიაღწიონ გარღვევას პოპასნაიას მახლობლად და სევეროდონეცკის მიმართულებით
შემდეგი სტატიადონეცკის ოლქის ოლენევკაში ოკუპირებულ ოლენევკაში ავტობუსები აზოვსტალიდან უკრაინელი სამხედროებით ჩავიდნენ