ოკუპანტები ცდილობენ მიაღწიონ გარღვევას პოპასნაიას მახლობლად და სევეროდონეცკის მიმართულებით

“რუსმა ოკუპანტებმა ტაქტიკა შეცვალეს. ჯერ ახორციელებენ ძლიერ დაბომბვას, შემდეგ კი გარღვევაზე მიდიან”,-ამის შესახებ ლუგანსკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
“ოკუპანტები ცდილობენ მიაღწიონ გარღვევას პოპასნაიას მახლობლად და სევეროდონეცკის მიმართულებით. ორკებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას.
გაიდაის თქმით, ოკუპანტები ისვრიან ლისიჩანსკ-ბახმუტის გზატკეცილთან, სწორედ დღეს განხორციელდა საჰაერო დარტყმები დონეცკის კნაუფის ქარხანაზე.
” რუსებმა პანცირის საზენიტო-სარაკეტო და ცეცხლსასროლი სისტემები დაამონტაჟეს სხვადასხვა დასახლებებში. ახლა რაშისტებმა შეცვალეს ტაქტიკა. ჯერ ძლიერად ისვრიან და სასწრაფოდ მიდიან გარღვევაზე”, – განაცხადა ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაში“ნიკა გვარამიას განაჩენი პოლიტიკური მოტივით განსხვავებული ხმის ჩახშობაა… ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს” | Amnesty International
შემდეგი სტატიაკანის 75-ე კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აუდიტორიას მიმართა