ანი წითლიძე: თქვენი მმართველობის 12 წლის თავზე ჩვენს ქვეყანაში 35 პროცენტი ბავშვების საჯარო სკოლებში შიმშილობს

„9 პუნქტიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ბატონო ირაკლი, ძალიან კარგად იცით, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვერ იქნება, თუ მიხეილ სააკაშილი იქნება ციხეში. 2024 წელს „ქართული ოცნება“ დასრულდება, მე ამისი მჯერა და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ მაღალანაზღაურებადი სამუშოა ადგილები და დასაქმების ღირსეული პირობები.“ – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ

” მინდა გამოვეხმაურო, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარმოდგენილია ჩემი მშობლიური ქალაქიდან ირაკლი ჩიქოვანი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეკითხებოდნენ, როგორ შეამოწმებთ მის მაჟორიტარობასო, სიმართლე გითხრათ გამიჭირდა შეფასება და სოციალურ ქსელში არის ასეთი ჯგუფი – ზუგდიდელების და მანდ ვიპოვე ზუსტი შეფასება იმისი, როგორი არის ირაკლი ჩიქოვანის გზა ზუგდიდის მაჟორიტარობიდან თავდაცვის მინისტრობამდე. აქვე მინდა ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დავაინიციირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც პოპულარიზაცია უნდა მოხდეს მეგრული და სვანური ენების.

თუ სწორად დავთვალე თქვენ იქნებით რიგით მე-7 პრემიერი“ქართული ოცნების“ პირობებში. რომელიც მილიარდერმა ივანიშვილმა პრემიერად გამოგვიცხადა და რომელიც 2012 წელს ქართველ ხალხს ჰპირდებოდა უფასო ფულს, დენს და ა.შ. თქვენ ხართ მეშვიდე პრემიერობის კანდიდატი და მეშვიდე პრემიერობის კანდიდატმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უფასო ფულს და დენს ჰპირდებოდით, ზუსტად იგივე პასუხი გამეცით უფასო კვებასთან დაკავშირებით, რაც დანარჩენმა ყველა პრემიერმა თქვენამდე.

თქვენ თქვენი მმართველობის 12 წლის განმავლობაში, როდესაც ამ ტრიბუნიდან გველაპარაკებით წარსულზე, უნდა გახსოვდეთ, რომ 12 წელია თქვენ ხართ ხელისუფლებაში და თქვენი მმართველობის 12 წლის თავზე ჩვენს ქვეყანაში 35 პროცენტი ბავშვების საჯარო სკოლებში შიმშილობს და მაშინ, როდესაც ყოფილი პრემიერ მინისტრი ჩარტერში ასი ათასს იხდიდა შვილის გადასაფრენად, ყოველ მეხუთე ბავშვს ამ ქვეყანაში არ აქვს შესაძლებლობა სახატავი რვეული იყიდოს. ყოველ მეექვსე ბავშვს არ აქვს სასურველი წიგნი და 35 პროცენტი ბავშვების სკოლაში შიმშილობს, ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ყოველი მეოთხე მოქალაქე მძიმე სოციალურ- ეკონომიკური პრობლემების გამო არის ქვეყნიდან გაქცეული და ამ მშიერ ბავშვებს სკოლაში შემდეგ არ აქვთ შესაძლებლობა სახლშიც ნორმალურად იკვებონ.

ნუ გვაყვედრით თქვენს წარმატებებს, რადგან თქვენ გვპირდებოდით ბევრად უფრო მეტს და ტყუილებსაც მათ შორის, მაგრამ ფაქტი, რაც დღეს ჩვენ გვაქვს ბავშვების შიმშილთან დაკავშირებით არის უცვლელი და არანაირი არგუმენტი იმისი, რომ უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს ამაზე მუშაობა არ არსებობს, ამიტომაც მე მოგიწოდებთ, რომ დარჩენილი ათი თვის განმავლობაში დაიწყოთ უფასო კვების განხორციელების პროგრამა აჯარო სკოლებში -680 ლარი თითო ბავშვზე, 200 მილიონი ჯამში, ეს არის, რაც უნდა გაიმეტოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ჩვენ შვილებს სკოლაში არ შიოდეთ.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის დეცენტრალიზაციის აუცილებლობა ამ ქვეყანაში, რადგან ესეც თქვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო 2012 წელს. დეცენტრალიზაცია ნიშნავს, მათ შორის სამუშაო ადგილებს, ინვესტიციას და რაც ყველაზე მთავარია, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, მათ შორის ეკონომიკური განვითარება, ფისკალური დეცენტრალიზაციის გარეშე არის შეუძლებელი. ის რომ დღეს თქვენ ახსენეთ ძლიერი სოფელიო, მნიშვნელოვანიაო და გეთანხმებით, მაგრამ თქვენ იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი ხართ, რომელიც თითო სოფელს 5 მილიონ ლარს ჰპირდებოდით და თქვენვე აღიარეთ, რომ თქვენი პოლიტიკის წყალობით სოფლები და რეგიონები დაცარიელდა და თუ თქვენ, თქვენ იყავით ერთ-ერთი ავტორი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის, შემდეგ 2017 წელს გააჩერეთ პირველი ეტაპი, მნიშვნელოვანი იყო მათ შორის არჩეული მერები, თუმცა შემდეგ გააჩერეთ იმიტომ, რომ პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვა არ გინდათ და საბოლოოდ მივიღეთ ისევ ის, რომ რეგიონები და მუნიციპალიტეტები მთლიანად დამოკიდებული არიან ჯერ კიდევ ცენტრალურ ხელისუფლებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერასოდეს მუნიციპალიტეტში და რეგიონში ვერ შეიქმნება ვერც სამუშაო ადგილები, ვერც ინვესტიციები და მხოლოდ ბუტაფორიად გეყოლებათ ეს ვითომ პირდაპირი წესით არჩეული მერები. პოლიტიკური, ფისკალური და ადმინისტრაციული დეცენტრალიზაცია, მიეცით მუნიციპალიტეტებს საკუთარი ქონება და ეკონომიკის სამინისტრო ნუ არის მუდმივად მონსტრი და ადგილობრივ თვითმმართველობებს მუდმივად არ უნდა უხდებოდეს ეკონომიკის სამინისტროსგან თანხმობის მიღება იმაზე თავიანთ ტერიტორიაზე რაღაცას გაყიდიან თუ არ გაყიდიან. არ დამავიწყდება და გეტყვით, რომ წინა ხელისუფლების დროსაც იყო მსგავსი პრობლემა დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ მაშინ გვპირდებოდით, რომ მოხვიდოდით და ამას იზამდით, თუმცა მე არ ვიცი რამდენად მოასწრებთ ამას ათი თვის განმავლობაში და რამდენად გექნებათ ამის პოლიტიკური ნება, რადგან თქვენ ძალიან კარგად გესმით, რომ დეცენტრალიზაციის აუცილებლობა გამოიწვევს მათ შორის თქვენი პარტიული ძალაუფლების დაკარგვას, ამიტომ მოლოდინი იმისი, რომ ამ მიმართულებით თქვენ შეიძლება ფუნდამენტური რეფორმები ჩაატაროთ, ნამდვილად არ მაქვს.

და კიდევ ერთი საკითხი, 9 პუნქტიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და რაც არ უნდა ისაუბროთ აქ თქვენ უმრავლესობამ და თქვენ ბატონო ირაკლი, ძალიან კარგად იცით, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვერ იქნება, თუ ოპოზიციის ლიდერი, რომელსაც თავისი პერსონალური 600 000 ამომრჩეველი ჰყავს ამ ქვეყანაში, თქვენი გაყალბებული არჩევნებითაც კი, იქნება ციხეში. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მიხეილ სააკაშვილის არჩევნებში მონაწილეობის გარეშე ვერ იქნება ვერც თავისუფალი და ვერც სამართლიანი არჩევნები და კი, თუ ვინმეს მოუტანია ამ ქვეყანაში ინვესტიციები, თუ ვინმეს ამ ქვეყანაში შეუქმნია სამუშაო ადგილები, თუ ვინმეს 2003 წელს შევარდნაძის ჩამყაყებული ხელისუფლების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნა იმედი განვითარების, ეს ნამდვილად არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გყავთ ციხეში. მთავარი ცვლილება ჩვენ გვაქვს 2024 წელს. 2024 წელს „ქართული ოცნება“ დასრულდება, მე ამისი მჯერა და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა იმისი, რომ ჰქონდეთ მაღალანაზღაურებადი სამუშოა ადგილები და დასაქმების ღირსეული პირობები, რომ ეს იყოს თითოეული მოქალაქისთვის სარგებლის მომტანი და არა მხოლოდ იმ ვიწრო პარტიული კლანისთვის, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას.“ -განაცხადა ანა წითლიძემ

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე პრემიერი გახდა
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი: „ჩემი ამოცანა იქნება მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო და მხარი დავუჭირო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ვიდგები ყველა ოფიცრის, გენერლის, კაპრალის, რიგითის გვერდით, ვინც თავდაცვის ძალებში მსახურობს“