ირაკლი კობახიძე პრემიერი გახდა

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ – ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის კაბინეტი გადმოიბარა, სადაც მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვალა.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.

მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა:

პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;

იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;

კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;

ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ელისაშვილი – ჩვენი პარტია მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს
შემდეგი სტატიაანი წითლიძე: თქვენი მმართველობის 12 წლის თავზე ჩვენს ქვეყანაში 35 პროცენტი ბავშვების საჯარო სკოლებში შიმშილობს