ანგელა მერკელი: ნატო-სთან დაკავშირებით კარგი გადაწყვეტილება ვიპოვეთ

ნატო-სთან დაკავშირებით ვიპოვეთ კარგი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის სპეციალური პაკეტის შექმნას გულისხმობს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანია საქართველოსთან ავღანეთთან დაკავშირებით კარგად თანამშრომლობს.

„რაც შეეხება ნატო-ს, ვიპოვეთ კარგი გადაწყვტილება – პაკეტი, რომელიც საქართველოსთვის შევქმენით. ჩვენ გიორგისთან, საქართველოსთან მშვენივრად ვთანამშრომლობთ ავღანეთთან დაკავშირებით. ვარშავაშიც ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რა დამატებითი საშუალებები არსებობს პაკეტის „ნატო ჯორჯიან საბსენთენშენის“ ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. ამით კარგი საფუძველი შევქმენით ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვის.“, – განაცხადა მერკელმა.

banner
წინა სტატიაში“ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა ვიზალიბერალიზაცისთვის”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ევროპული მომავალი ქართველი ერის ისტორიულ, გაცნობიერებულ და შეუქცევად არჩევანს წარმოადგენს