“ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა ვიზალიბერალიზაცისთვის”

ტერორიზმში ეჭვმიტანილებს მოქალაქეობა ჩამოერთმევათ გერმანიაში

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის პირისპირ მოლაპარაკება. მხარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ანგელა მერკელის განცხადებით, ქართულ-გერმანულ ორმხრივ ურთიერთობებზე ილაპარაკეს.

“კარგია, რომ 2017 წელი ქართულ-გერმანული მეგობრობის წლად გამოცხადდა. 2018 წელს საქართელო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარმოდგენილი, როგორც სტუმარი ქვეყანა. გერმანია თანამშრომლობს საქართველოსთან ევროკავშირის ფარგლებში, პროექტების ფარგლებში ნატოს შიგნით. ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალს ეკონომიკურ რეფორმებს და საქართველოში ეკონომიკის ლიბერალიზაციას,”- განაცხადა მერკელმა.

მერკელის თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს ასოცირების შეთანხმების შესახებ იმპლემენტაციაზე ისაუბრეს. მერკელის განცხადებით, ეკონომიკური კავშირები გაიზარდა.

ანგელა მერკელის განცხაებით, კარგია, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან, მისი თქმით, გერმანია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, მისი თქმით, ამაში მოიაზრება სამხრეთ ოსები და აფხაზები.

“ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა ვიზალიბერალიზაცისთვის,” – აღნიშნა ანგელა მერკელმა.

banner
წინა სტატიაში“გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე მთელი პასუხისხმებლობა რუსულ მხარეს და საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება”
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი: ნატო-სთან დაკავშირებით კარგი გადაწყვეტილება ვიპოვეთ