ანდრო ბარნოვი საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანების თავმჯდომარე გახდა

barnoviსაქართველოს ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანებაში დიდი ცვლილებებია. დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, გაერთიანების თავმჯდომარე გახდა ბატონი ანდრო ბარნოვი , რომელიც თავიდანვე იყო ორგანიზაციის იდეის ავტორი და ყველა სასიკეთო წამოწყების ინიციატორი.
ორგანიზაციის დირექტორი გახდა – ბატონი მიხეილ კვიციანი, გაერთიანების დამფუძნებელი და დაუღალავი მოამაგე, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური თანამდებობა დღემდე არასოდეს დაუკავებია.
ახალი თავმჯდომარის ინიციატივით, გაერთიანებას შეეცვალა სახელწოდება. ამიერიდან მისი სახელი იქნება “საქართველოს საოჯახო მარნების გაერთიანება”, რაც ზედმიწევნით ასახავს იმ საქმიანობას, რომელსაც ორგანიზაცია უკვე მეოთხე წელია, ეწევა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა   ანდრო ბარნოვმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია:” ორგაზმის დროს ძალიან აღტკინებული გრიმასა მაქვს ხოლმე”
შემდეგი სტატიაFRANKSTON INTERNATIONAL – კიდევ ერთი კომპანია, რომელიც შესაძლოა, სკანდალის მიზეზი გახდეს