FRANKSTON INTERNATIONAL – კიდევ ერთი კომპანია, რომელიც შესაძლოა, სკანდალის მიზეზი გახდეს

FRANKSTON INTERNATIONAL – ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ასოცირებული კიდევ ერთი კომპანია, რომელიც შესაძლოა, სკანდალის მიზეზი გახდეს. თანაინვესტირების ფონდში არ აკონკრეტებენ, ვინ დგას FRANKSTON INTERNATIONAL-ის უკან, რომელიც ოფშორშია დარეგისტრირებული. ეს ის კომპანიაა, რომელიც საქართველოში ორ უმსხვილეს პროექტს – პანორა თბილისსა და განმუხურში მიმდინარე მშენებლობას ახორციელებს.

თბილისის თავზე მიმდინარე გრანდიოზულ მშენებლობას კომპანია ოლდ სითი დეველოპმენტი ახორციელებს, რომლის მფლობელიც 2011 წელს პანამაში დარეგისტრირებული FRANKSTON INTERNATIONAL–ია. მედიამ იმის გარკვევეა დაიწყო, ხომ არ დგას ამ ფირმის უკანაც ბიძინა ივანიშვილი.

განმარტებები ოფშორში რეგისტრირებულ FRANKSTON INTERNATIONAL–ზე დღეს არც კომპანია ოლდ სითის ყოფილმა დირექტორმა, გიორგი ლილუაშვილმა, გააკეთა, რომელიც 2016 წლიდან დავით ნარმანიას მოადგილეა.

პანამის დოკუმენტების კვლევაში ბიძინა ივანიშვილის კომპანია Lynden Management მოხვდა. ერთი წლის განმავლოაბში მსფლიოს 80 ქვეყანაში 400–მდე ჯურნალისტმა თანამდებობის პირებისა და მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციები და დაფარული შემოსავლები შეისწავლა.

banner
წინა სტატიაშიანდრო ბარნოვი საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანების თავმჯდომარე გახდა
შემდეგი სტატია(video) მიხეილ სააკაშვილი: ოდესის მერი შესახედაობითაც კი გავს ასლან აბაშიძეს, გეგონება ასლანის რეინკარნაცია