ანდრიუს კუბილიუსი : საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, ის თავისუფალ გარემოში და გამჭვირვალედ ჩატარდეს

საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, ის თავისუფალ გარემოში და გამჭვირვალედ ჩატარდეს – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მოხსენებაზე საუბრისას განაცხადა.

„მივესალმები საქართველო პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც ნამდვილად იძლევა 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელების პერსპექტივას. მსურს, ხაზი გავუსვა ამ შეთანხმების მიღწევაში ფასილიტატორების, მათ შორის ევროკავშირის ელჩის კარლ ჰერცელის როლს და ვფიქრობ, ეს არის ის, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს დახმარება გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც გარკვეული სახის პოლიტიკური კრიზისი აქვთ,“- აღნიშნა კუბილიუსმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი რურუას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ძალიან ჰგავს ყალბს და ისინი უნდა მოიხსნა
შემდეგი სტატიაგიორგი რურუას წინააღმდეგ ბრალდებები ყალბს ჰგავს და უნდა მოიხსნას – ევროპარლამენტში საქართველოზე იმსჯელეს