გიორგი რურუას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ძალიან ჰგავს ყალბს და ისინი უნდა მოიხსნა

გიორგი რურუას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ძალიან ჰგავს ყალბს და ისინი უნდა მოიხსნას – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა. ფოტიგამ იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება ბოლომდე შესრულდება და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და წარმომადგენლობითი იქნება.

,,საქართველო ევროკავშირის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ იქ მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით. მსურს გიორგი რურუას სახელიც ვახსენო, რომელიც დამოუკიდებელი ბიზნესმენი და მედია მფლობელია. მე ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ძალიან ჰგავს ყალბს და ისინი უნდა მოიხსნას,“- განაცხადა ანა ფოტიგამ.

banner
წინა სტატიაშისვენ მიქსერი : 8 მარტის შეთანხმება გახდა ჩარჩო, რომლითაც შესაძლებელი გახდა დიდხნიანი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, მნიშვნელოვანია, შეთანხმება სრულად შესრულდეს
შემდეგი სტატიაანდრიუს კუბილიუსი : საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, ის თავისუფალ გარემოში და გამჭვირვალედ ჩატარდეს