ანაკლიის პროექტი არის ჩაშლის ზღვარზე, ივანიშვილი უნდა გამოიკითხოს – ხოშტარია

მაქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან, რომელიც ვალდებული იყო პროცესი ისე წაეყვანა, რომ ანაკლიის პორტზე პროგრესი გვქონოდა და არა ჩაშლა. დღეს ანაკლიის პროექტი არის ჩაშლის ზღვარზე – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა.

ხოშტარიას თქმით, მამუკა ხაზარაძის გუშინ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმ საგანგაშო ვითარების, რომელიც აქამდე იყო. მისივე განმარტებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა ანაკლიის პორტის პროექტის ჩასაშლელად.

“ჩვენ არაერთხელ ვნახეთ სახელმწიფოს მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები, ჩაშლილი ტენდერები, რაც პირიქით, უნდა ყოფილიყო ანაკლიის მშენებლობის ინტერესის შემთხვევაში. ასევე, გვახსოვს ხაზარაძეზე ორკესტრირებული თავდასხმა კრიტიკულ მომენტებში, რაც პროექტის გარდაუვალი ჩაშლა იყო. აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ პროკურატურის განცხადება ხაზარაძის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით არაფერს ემსახურებოდა გარდა იმისა, რომ ზიანი მიეყენებინათ პროცესისთვის. ამიტომ, დღეს საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ არის პროექტის შემსრულებელი. მაქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან, რომელიც ვალდებული იყო პროცესი ისე წაეყვანა, რომ ანაკლიის პორტზე პროგრესი გვქონოდა და არა ჩაშლა. დღეს ანაკლიის პროექტი არის ჩაშლის ზღვარზე. გუშინ გავიგეთ დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილს გეოპოლიტიკურად არ მოსწონს ანაკლიის პროექტი, არ მიაჩნია, რომ ამერიკელები უნდა იყვნენ შავ ზღვაში. ეს რომ ძალიან ლოგიკური ნაწილი არ იყოს, რაც ხდებოდა ანაკლიის მიმართ კიდევ შეიძლება არც ღირდეს საუბარი იმაზე, ვინ, ვის რა უთხრა, მაგრამ ეს ძალიან ლოგიკური დაგვირგვინება არის იმ პროცესის, რაც ანაკლიის მიმართ ხდებოდა. რა თქმა უნდა, კითხვები არის კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინაშე, მათ შორის კანონის დარღვევისა და ქვეყნის ინტერესების დაზიანების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, რომ ასეთი ზიანი არ მიადგეს ქვეყანას”, – აცხადებს ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : სუს-ს ივანიშვილის მორჩილი ადამიანები ხელმძღვანელობენ და ამ ინსტიტუციას იყენებენ, როგორც პოლიტიკურ პოლიციას
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: საჭიროა მეტი დამოუკიდებლობა მივცეთ მარეგულირებელს და მოვიყვანოთ ერთიან სტანდარტში ორივე მარეგულირებლის პროცედურები