ანაკლიის პორტი როგორც იდეა, დაიბადა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში – მამუკა ბახტაძე

„ანაკლიის პორტი როგორც იდეა, დაიბადა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში“- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში გააკეთა. მისი თქმით, ანაკლიის პროექტი ქვეყნის ეკონომიკური სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და საუბარს იმაზე, თითქოს ვინმე მმართველ გუნდში მისი განხორციელების წინააღმდეგი იყოს, იაფფასიან სპეკულაციად მიიჩნევს.

„ანაკლიის პორტი, როგორც იდეა, დაიბადა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და ამავე დროს ის არის ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. საუბარი იმაზე, რომ მართლა ვიღაცას მთავრობაში არ სურს, რომ ეს პროექტი შედგეს, არის ძალიან იაფფასიანი სპეკულაცია,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის ამ განცხადებას, ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ურთიერგამომრიცხავად მიიჩნევს ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.

„სიმართლე რომ გითხრათ, არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი გადმოსახედიდან. ერთის მხრივ, პრემიერი გამოდის, იძახის, რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენს კონსორციუმს, რომელმაც მოვიყვანეთ აქამდე ჩვენი ეს პროექტი და ეს მე ვერ ვიტყვი, რომ მარტო მთავრობის იდეა იყო. აქ ჩვენ, ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის კონსორციუმს რა დონემდეც არის ეს პროექტი მიყვანილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ დაინტერესებული, რაც შეიძლება დროულად და წარმატებით დასრულდეს,“- ამბობს ახვლედიანი.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევის საქმის გამოძიების ფარგლებში რუსთაველის 12 ნომრიდან კომპიუტერებია ამოღებული
შემდეგი სტატიაომბუდსმენი – მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდეს ზრუნვა დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე