ნათია მეზვრიშვილი – „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევის საქმის გამოძიების ფარგლებში რუსთაველის 12 ნომრიდან კომპიუტერებია ამოღებული

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევის საქმის გამოძიების ფარგლებში რუსთაველის 12 ნომრიდან კომპიუტერებია ამოღებული.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით შსს აწარმოებს გამოძიებას.

„რამდენიმე თვეა, გამოძიება მიმდინარეობს. ეს გახლავთ საკმაოდ კომპლექსური სისხლის სამართლის საქმე, არ გახლავთ რიგითი საქმე, რომლის გამოძიების დასრულება შესაძლებელი იქნება ერთ დღეში, ორ დღეში და ერთ კვირაში. ჩატარებულია დღემდე არაერთი საგამოძიებო მოქმედება, როგორც გამოკითხვები, ასევე ჩატარებულია ამოღებები, ასევე ამოღებულია კომპიუტერები, მათ შორის რუსთაველის 12 ნომრიდან. მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება, შესწავლა. არ არის საკმარისი დრო კომპიუტერული ინფორმაცის დამუშავებისთვის. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება გამოძიება, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. კოკა ყანდიაშვილი ამ ეტაპზე გამოკითხული არ არის. როგორც კი ამის საჭიროება დადგება, აუცილებლად დაიკითხება. შსს -სთვის თქვენ იცით, რომ არასოდეს ყოფილა პრობლემა გამოკითხვა თანამდებობრივი სტატუსის მიუხედავად“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ წერილით მიმართა შსს-ს, რომ „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევა სწორედ რუსთაველის 12 ნომრიდან განხორციელდა.

banner
წინა სტატიაში“თქვენი უღირსობით ერთი საფრთხობელა მათხოჯი ხარ”-მაჩალიკაშვილი წულუკიანს პასუხობს
შემდეგი სტატიაანაკლიის პორტი როგორც იდეა, დაიბადა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში – მამუკა ბახტაძე