“ანაკლიის კონსორციუმს მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს” – მამუკა ბახტაძე

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თხოვნას, რომ გაუხანგრძლივდეს კონსორციუმს ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად გათვალისწინებული ვადა საქართველოს მთავრობის მიერ დაკმაყოფილებული იქნება – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ, ტვ იმედის ეთერში გააკეთა.

“ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ამ პროფილის მქონე ყველაზე ძლიერი ამერიკული კომპანიები წარმოდგენილნი იყვნენ ამ პროექტში. ამ პროექტს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. როგორც კი ჩამოვალ, შემდეგ კვირას გვექნება მთავრობის სხდომა და მოხდება ამ საკითხის განხილვა და გადავადება ვადების. თითოეული ჩვენთაგანი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ამ პროექტის რეალიზაცია არის თითოეული ნაბიჯით განსაზღვრული, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოაქვს. ჩვენ, მთავრობამ ავიღეთ ვალდებულება და ვასრულებთ მას და მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ კონსორციუმს რომ მათ შეასრულონ ვალდებულებები, რათა საბოლოო ჯამში მოხდეს ამ მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია.

“ქალაქ სიეტლში შევხვდი კომპანია SSA Marine-ს ხელმძღვანელობას, რომელიც არის კონსორციუმის მონაწილე და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ამ პროფილის მქონე ყველაზე ძლიერი ამერიკული კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი ამ პროექტში. ამ პროექტს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. თითოეული ჩვენთაგანი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ამ პროექტის რეალიზაცია არის თითოეული ნაბიჯით განსაზღვრული, რომელსაც მოაქვს კონკრეტული შედეგი. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, როგორც მთავრობამ და ვასრულებთ ამ ვალდებულებებს”.

11 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ბოლომდე მიიყვანს [ანაკლიის] პორტის პროექტს. მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე პრემიერთან ჰქონდა კომუნიკაცია

banner
წინა სტატიაშიმთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პროექტის ფინანსური დახურვის ვადას ექვსი თვით გაუხანგრძლივებს
შემდეგი სტატიაყანდაურაში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა