ყანდაურაში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა

ყანდაურაში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, ქმარმა 72 წლის ქალს თავის არეში მძიმე დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა.

დაშავებული მართვით სუნთქვაზე ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ის საკუთარ სახლში წუხელ, გვიან ღამით გაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძეს ბრალად ედება 4 ადამიანის მკვლელობა – შვილის, რძლის და ორი მეზობლის.

გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომხდარზე გამოძიება გამყრელიძის წინაღმდეგ ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა ტარებას.

banner
წინა სტატიაში“ანაკლიის კონსორციუმს მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს” – მამუკა ბახტაძე
შემდეგი სტატიაეს არის ნამდვილად ბოლო გაფრთხილება – ბესელია პომპეოს განცხადებას აფასებს