ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მთავრობასა და ანაკლიის პორტის ინვესტორებს შორის შეხვედრა გაიმართება

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მთავრობასა და ანაკლიის პორტის ინვესტორ საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება.

კონსორციუმის განმარტებით, შეხვედრაზე კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8 პუნქტიანი მოთხოვნის განიხილვა მოხდება. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და ოთხი საერთაშორისო ინსტიტუტი EBRD-ი, OPIC-ი, ADB-ი და AIIB-ი მიიღებენ.

სწორედ ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აფინანსებენ საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას $400 მილიონი დოლარით.

banner
წინა სტატიაშიქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოს გამოცდილება კორუფციის დამარცხებაში ჩვენთვის სამაგალითოა – ზელენსკი ზურაბიშვილს