საქართველოს გამოცდილება კორუფციის დამარცხებაში ჩვენთვის სამაგალითოა – ზელენსკი ზურაბიშვილს

უკრაინაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პირველ პირს ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.მან ზელენსკის პრეზიდენტის პოსტზე წარმატებები უსურვა. ზელენსკიმ თავის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინა გააგრძელებს საგარეო კურსს, რომელიც მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებაზე. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ერთ-ერთი გამოწვევა კორუფციის დამარცხებაა.

„ამ საკითხში საქართველოს გამოცდილება ჩვენთვის სამაგალითოა“, – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

სალომე ზურაბიშვილი გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მთავრობასა და ანაკლიის პორტის ინვესტორებს შორის შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატია“ჩვენ უნდა გავაერთიანოთ პოზიციები საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციასთან და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”