ანაკლიის აკვაპარკში სოციალურად დაუცველი ბავშვები დაისვენებენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივითა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით, 1-ელ ივლისს ანაკლიის აკვაპარკში, სოციალურად დაუცველი ბავშვები დაისვენებენ.
აკვაპარკი მოზარდებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან უმასპინძლებს. მთელი დღის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები ჩატარდება.
300-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ბავშვს გამაგრილებელი სასმელებით ,,კოკა-კოლა”, ხოლო ნაყინით „გურჯაანის ნაყინი“ უზრუნველყოფს.
მსგავსი აქციების ჩატარებას გუბერნატორის ადმინისტრაცია და განმუხურის აკვაპარკი სეზონის განმავლობაში გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიგორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატიაჟურნალისტები Capital Gazette-ში მომხდარი სროლის შესახებ