ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული საზღვაო ინფრასტრუქტურით შეხვდება

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული საზღვაო ინფრასტრუქტურით შეხვდება, მიმდინარე მასშტაბური სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდს ახლადარჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს.

ანაკლიასა და განმუხურში უკვე დასრულდა გამწვანების, განათების სამუშაოები და სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პროცესი. ამჟამად ბულვარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, კეთდება ზღვამდე მისასვლელი ბილიკები და ველობილიკები. მიმდინარეობს ენგურის ხიდთან მდებარე კაფე-რესტორნის სრული რეაბილიტაცია. მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება განმუხურის აკვაპარკში.

ახალი კვირიდან კი საფეხმავლო ხიდის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული ამფითეატრი. ანაკლიასა და განმუხურში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 6 მილიონი ლარი იხარჯება. 22-25 აგვისტოს კი ანაკლია საერთასორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ,,ეკოვეივს“ უმასპინძლებს.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: გარეჯის დაცვას, პირველ რიგში, სჭირდება გამართული ინფრასტრუქტურა
შემდეგი სტატიაშსს-მ 55 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა