ანა ნადარეიშვილი – ახლა თუ დავთმობთ მიშას, ყველას ლეიბის ქვეშ აღმოჩნდება თითო ავტომატი

ასე ეხმიანება უკრაინული საინფორმაციო პორტალის, Tube.ua-ს მიერ გავრცელებულ კადრებს

ამ 9 წლის წინ 13-ჯერ გამართლებული პირველი პოლიტიკური პატიმარი რომ დაგვეცვა და არ დაგვეშვა ამდენი უსამართლობა, დღევანდელ მდგომარეობამდე არ მივიდოდით და ახლა თუ დავთმობთ მიშას, შემდეგი 9 წლის განმავლობაში ყველას ლეიბის ქვეშ აღმოჩნდება თითო ავტომატი“, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს.

მისივე თქმით, სასამართლოს ბოლო განჩინებით, ბაჩო ახალაია პატიმრობიდან 2022 წლის 1 მარტს თავისუფლდება.

„დღეიდან დაიწყო ბაჩოს ტყვეობის მეათე წელი, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქის ივანიშვილის სასამართლომ 9 წელი მიუსაჯა (არ დავიწყებ ახლა აქ როგორ და რის საფუძველზე) და მიუხედავად იმისა, რომ არავის აქვს უფლება პატიმარი თუნდაც ერთი საათით ზედმეტად გააჩეროს საპატიმროში.

ჯერჯერობით ოლიგარქის სასამართლოს ბოლო განჩინებით 2022 წლის 1 მარტს თავისუფლდება, მაგრამ გულწრფელად მითხარით, რომელს გაგიკვირდებათ ერთ დღესაც აი ის სუს-ის ტაბელური ავტომატი ან ხელყუმბარა, რომ აღმოუჩინონ საკანში ლეიბის ქვეშ, რომელსაც გარეთ ადამიანებს ბავშვების საწოლის ქვეშ უდებენ?!

ხოდა, ამ 9 წლის წინ 13-ჯერ გამართლებული პირველი პოლიტიკური პატიმარი რომ დაგვეცვა და არ დაგვეშვა ამდენი უსამართლობა, დღევანდელ მდგომარეობამდე არ მივიდოდით და ახლა თუ დავთმობთ მიშას, შემდეგი 9 წლის განმავლობაში ყველას ლეიბის ქვეშ აღმოჩნდება თითო ავტომატი“, – წერს ანი ნადარეიშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსთავის ციხის ტერიტორიაზე პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს
შემდეგი სტატიასუს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა