ანა ნაცვლიშვილი : უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა არის მნიშვნელოვანი, ამიტომ სერიოზულად უნდა შევისწავლოთ კანდიდატის პროფესიული მონაცემები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტის მრჩევლები შესაბამის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ, პრზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ძირითადი აქცენტი გაკეთდება, თუ რა პროცესით უნდა შეირჩეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

„დღეს ჩვენ ვხვდებით იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია მუშაობენ მართლმსაჯულების საკითხებზე, აქტიურად არიან ჩართულები რეფორმებში და მათ აქვთ ეს ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ღირებული იქნება დაგვეხმაროს, რომ შერჩევის პროცესში ვიპოვოთ საუკეთესო კანდიდატი. ისევე როგორც წინა შეხვედრაზე, ამ შეხვედრაზეც ჩვენი ძირითადი ინტერესი და აქცენტი იქნება მოვისმინოთ მოსაზრებები, როგორი პროცესით უნდა შეირჩეს ეს ადამიანი და რა არის ის მთავარი მონაცემები, რომელიც უნდა ახასიათებდეს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ პირს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კანონში საკმაოდ ზოგადი ჩანაწერებია.

„იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის მაღალი თანამდებობა, ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა შევისწავლოთ კანდიდატის პროფესიული მონაცემები, კეთილსინდისიერება, რაც მთავარია მისი უნარი, გაუმკლავდეს ძალიან სერიოზულ გამოწვევებს, რომელიც დღეს არის მართლმსაჯულების სისტემაში და რომელიც წლებია დაგროვდა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ევროკავშირმა უნდა დაგმოს რუსეთის აგრესიული ქცევა და მოახდინოს მისი შესაბამისად სანქცირება” – დევიდ მაკალისტერი
შემდეგი სტატიაზვიად ქორიძე : დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხი კომისიის უახლოეს სხდომაზე, მსჯავრდებულის თანხმობის დოკუმენტაციის მიღების შემდეგ განიხილება